Home
Category
TV Live Menu

"გვსურს ძალიან მკაფიო მესიჯი გავუგზავნოთ პარლამენტს - მეტად მოუსმინონ ბიზნესს"

573ecc07a03c4
BM.GE
20.05.16 12:32
1367
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პარლამენტს და პარლამენტების წევრებს მიმართავს, მეტად მოუსმინონ ბიზნესს და არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილება.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტის არსებული ფორმით მიღება პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს.

"დღევანდელი ფორმით ამ კანონის მიღება თუ მოხდება, ძალიან დიდი ნაწილი არსებული საქონლის რომელიც ხელმისავდომია მოსახლეობისთვის, აუცილებლად გაძვირდება. 

გვსურს ძალიან მკაფიო მესიჯი გავუგზავნოთ საქართველოს პარლამენტს და პარლამენტის წევრებს , - მეტად მოუსმინონ ბიზნესს და იყოს განსჯა ამ თემებზე. არ არის საჭირო გადაწყვეტილების ნასწრაფევად მიღება", - განაცხადა ჭირაქაძემ.

კანონპროექტის არსებული ფორმით მიღებას ეწინააღმდეგება ბიზნესომბუდსმენიც. გიორგი გახარიას განცხადებით, კანონპროექტზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

'იმ ფორმით რა ფორმითაც კანონპროექტი დღეს არსებობს ვთვლით, რომ მისი მიღება არ შეიძება რადგან არც ბიზნესი და არც ეკონომიკა ამისთვის მზად არ არის", - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს 2 კვირის განმავლობაში, შესყიდული საქონელი ყოველგვარი საფუძველის გარეშე დააბრუნოს უკან, ხოლო მოვაჭრე კი ვალდებულია, რომ მას გადახდილი თანხა უკან დაუბრუნოს. კანონპროექტი მომხმარებლის ომბუდსმენის შექმნასაც გულისხმობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day