GWP ბორჯომის ტყის აღდგენისთვის 250 ათას ლარს გამოყოფს. შესაბამის განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქვეყნის დასახმარებლად 250 000 ლარს გამოყოფს, თანხა სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების აღდგენას მოხმარდება.
კომპანიამ სტიქიის ზონაში საინჟინრო ბრიგადებიც გააგზავნა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის პროფესიონალური ჯგუფები ადგილზე მობილიზებულ ძალას სხვადასხვა ხელსაწყოებით, ასევე სპეციალური წყლის რეზერვუარებით ეხმარებიან.
ბრიგადები ორ ძირითად ჯგუფადაა დაყოფილი და სხავდასხვა ლოკაციაზე შრომის უსაფრთხოების ინსპექტორებთან ერთად მუშაობენ.
ჯგუფები ტყის მასივებში სპეციალური, მაღალი გამავლობის ავტომანქანებით გადაადგილდებიან.
წყალმომარგების კომპანიის 50 პროფესიონალი ინჟინერი პროცესში მონაწილეობას კომპეტენციებიდან გამომდინარე მიიღებს და ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიებზე აღდგენით სამუშაოებში ჩაერთვება",- ნათქვამია განცხადებაში.