Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გზების მშენებლობა საქართველოში - რა ეტაპზეა მიმდინარე პროექტები?

BM.GE
22.09.22 16:51
194
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე, ერთ-ერთი ყველაზე გაჭიანურებული მონაკვეთის მშენებლობა იწყება. ახალი კონტრატორი შერჩეულია და ჩინურ კომპანიათან ხელშეკრულებაც გაფორმდა. აღნიშნული მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის -ჯამში 12 კილომეტრი გზა აშენდება და 325 მლნ ლარი დაიხარჯება. ეს მონაკვეთი წლების წინ იტალიურ ტოდონს უნდა აეშენებინა, თუმცა ამ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყდა და საარბიტრაჟო დავაც საქართველოს სასრგებლოდ დასრულდა.

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ყველაზე რთულ მონაკვეთზე - რიკოთზეც, რომლის ნაწილიც 2022 წლის ბოლოს უნდა გაიხსნას.

ავტობანის მნიშნვნელობა წელს კიდევ ერტხელ გახდა თვალსაჩინო - გაზრილ ტვირთნაკადს და მგზავრთნაკადს გზების გამტარუნარიანობა ვეღარ უკლავდება.

რომელი მონაკვეთები შეემატება უახლოეს პერიოდში ავტობანს და როგორია გზების მშენებლობის ტემპები და დასრულდება თუ არა მიმდინარე პროექტები დათქმულ ვადაში?

სტუმარი: გიორგი წერეთელი - საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე;



Subscribe to our news

Get the main news of the day