Home
Category
TV Live Menu

"ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობა ყველაზე მაღალი საქართველოშია" - მთავრობის წევრები პრობლემის მიზეზებს ასახელებენ

577253a3794ee
BM.GE
28.06.16 14:35
1164
"ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობა მსოფლიოში ყველაზე მაღალი საქართველოშია", - შესაბამისი კვლევა International Energy Agency-მ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა იმაზე მაღალია, ვიდრე ჩინეთში, ინოდეთში, რუსეთში, ნიგერიაში.

მთავრობის წევრები ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ.

პრემიერის თქმით, აუცილებელია სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენა. „გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული საქართველოში ტექნიკური დათვალიერების გაუქმებაზე წლების წინ, და ვფიქრობ რომ იყო აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება. ბავშვთა ასაკში საქართველოში სიმსივნის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.“, - განაცხადა პრემიერმა.

მშენებლობების პროცესში ენერგოეფექტურობის კომპონენტის გათვალისწინებას ასახელებს ერთ-ერთ გამოსავლად კახა კალაძე. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, გამონაბოლქვის შემცირებას ხელს შეუწყობს ბუნებრივ აირზე მომუშავე მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება.

"გარდა ავტობუსებისა, ძალიან ბევრი გვექნება სამუშაო, რომ თუნდაც სამშენებლო მიმართულებით გათვალისწინებული იქნას ენერგოეფექტურობა. სანამ სამშენებლო ნებართვა იქნება გაცემული ახალ კორპუსებზე და სამშენებლო სახლებზე, მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის მიმართულება“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, კი საჭიროა ქალაქში მწვანე საფარის განვითარება და ტრანსპორტის ალტერნატიული ენერგიის წყაროზე გადაწყვანა.

„აბსოლუტურად საგანგაშო მდგომარეობა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით არაა. წლების განმავლობაში, ზოგიერთ ადგილას მწვანე საფარს ყურადღება არ ექცეოდა. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ამოცანა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი გადავიყვანოთ ალტერნატიულ ენერგიაზე და შემოგვყავს გაზზე მომუშავე ავტობუსები. ასევე ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ გამწვანების მიმართულებით“, - განაცხადა ნარმანიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day