Home
Category
TV Live Menu

ჰაკერებმა ეთერიუმზე თავდასხმა განახორციელეს

5970a2b2b6123
BM.GE
20.07.17 16:30
932
ჰაკერებმა 150 000-მდე ეთერიუმის მოპარვა შეძლეს, რომელთა საერთო ღირებულება 30 მილიონ დოლარს აღემატება. ჰაკერული ჯგუფის დასახელება უცნობია. მანამ სანამ ჰაკერული თავდასხმა განხორციელდებოდა 1 ეთერიუმის ღირებულება 230 დოლარი იყო. თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ეთერიუმის ფასი 14%-ით შემცირდა და 200 დოლარზე ჩამოვიდა.

ჰაკერებმა ვირტუალურ ვალუტაზე თავდასხმის შედეგად გასულ კვირას, 7 მილიონი დოლარის მითვისებას შეძლეს, მას შემდეგ რაც მომხმარებლების კრიპტოვალუტის სხვა მისამართებზე გაგზავნა დაიწყეს. ინვესტორებისთვის ვირტუალური ვალუტის გაგზავნის ნაცვლად, ის პირდაპირ ჰაკერებს ეგზავნებოდათ.

Subscribe to our news

Get the main news of the day