Home
Category
TV Live Menu

Hampton by hilton–ის მშენებლობა თბილისში ნოემბერში დაიწყება

57e541a8d994d
სალომე მეცხვარიშვილი
26.09.16 10:00
1082
სასტუმრო Hampton by hilton–ის მშენებლობა თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ნოემბერში დაიწყება. როგორც ბიზნესმენი დავით კოდუა აცხადებს, სასტუმროს ასაშენებლად მერიისგან ნებართვას ელოდება.

3-ვასრკვლავიანი სასტუმრო 130 ნომარიანი იქნება და მასში ინვესტიციის სახით 7 მილიონ დოლარამდე ჩაიდება.

„შენობის უკან იყო 2 გამხმარი ხე, რომლის მოჭრის ნებართვა მივიღე, თანხაც გადავიხადე და მერე უარი მითხრეს. ახლა შენობის პროექტის კორექტირებას ვაკეთებ, რომ 130 ნომერი გამოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მართვაში Hilton არ შემოდის“,- აცხადებს ბიზნესმენი.

მისი თქმით, მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ სასტუმროს მშენებლობა 9 თვეში დასრულდება, შემდეგ კი შიდა სარემონტო სამუშაოები დაიწყება. ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ Hampton by hilton–ის სასტუმროს 2018 წლის დასაწყისში გახსნის.

Subscribe to our news

Get the main news of the day