ინგლისელი მწერლის ჯოან როულინგის "ჰარი პოტერის" მერვე ნაწილი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. როულინგის ახალმა ნაწარმოებმა ჯერ კიდევ გამოცემამდე წინასწარი დაკვეთების ყველა რეკორდი მოხსნა.
როგორც დისტრიბუტორ კომპანიებში აცხადებენ, შეერთებულ შტატებში პირველი ტირაჟი თითქმის სრულად წინასწარ გაყიდა. გამოცემამ გაყიდვებით მრავალი წლის განმავლობაში ლიდერს, შექსპირის ცნობილ პიესა „რომეო და ჯულიეტას“ გაუსწრო პოპულარობით. წიგნმა გაყიდვების რეკორდი მოხსნა, - წერს The Wall Street Journal.
ახალი წიგნის გამოსვლისთანავე, პირველივე კვირაში 847,886 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. მაშინ, როდესაც 1998 წელს შექსპირის “რომეო და ჯულიეტას“ 127,726 ეგზემპლარი გაიყიდა.
"ჰარი პოტერის" წიგნები 65 ენაზეა ნათარგმნი და 15 მილიარდ დოლარადა არის შეფასებული.