Home
Category
TV Live Menu

ჰარი პოტერის ფილმების ჩვენების უფლება NBC Universal-მა შესაძლოა $250 მილიონად შეიძინოს

57a9f41c2f902
BM.GE
09.08.16 19:14
1199
ამერიკული მედიაკომპანიის Comcast შვილობილი კომპანია NBC Universal გეგმავს გადაიხადოს 250 მილიონი დოლარი ჰარი პოტერის ფილმების გამოყენებაზე და ფრანჩაიზზე, - ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროზე დაყდნობით წერს. NBC Universal-ის ინფორმაციით, ჰარი პოტერის 8 ფილმზე და კიდევ 3 ნაწილის ფრანჩაიზზე უფლება ყველაზე ძვირი შენაძენი იქნება რაც კი კომპანიას ამ დრომდე გაუფორმებია.

NBC Universal ფილმების ტრანსლირებას თემატურ პარკებში გეგმავს, ასევე მისი გამოყენება მოხდება ამერიკულ ტელეარხებზე. ამ დროისთვის ფილმებზე უფლება Walt Disney-ის მფლობელობაშია რომელიც 2018 წლის ივნისში იწურება. WSJ აღნიშნავს, რომ გერიგების თანახმად დასრულდება მრავალწლიანი თანამშრომლობა, Warner Bros-სა და ტელეარხ HBO-ს შორის, რომელმაც პირველმა მიიღო უფლება ფილმების ჩვენებაზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day