კომპანია HeliSki Georgia მცირე სასტუმროების ქსელის მოწყობის მიზნით უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამის შესახებ Bm.ge -ს კომპანიის დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა განუცხადა.
"დაინტერესებულია უცხოელ ინვესტორთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, გვინდა პატარა ზომის სასტუმროების აშენება გოდერძის უღელტეხილზე და ყაზბეგში, რასაც პირველ ეტაპზე 3,5 მილიონი ევროს ინვესტიცია სჭირდება. ბაკურაიანი ჩვენთვის საინტერესო არ არის, რადგან იქ მთები დაბალია", - განუცხადა Bm.ge-ს ვატო ასათაშვილმა.
კომპანია "ჰელისკი ჯორჯია", ამჟამად ყაზბეგის რაიონში ტურისტების მომსახურების სერვისით არის დაკავებული.