Home
Category
TV Live Menu

"ჰერბია": იმერეთში $100 მილიონამდე ღირებულების საექსპორტო მწვანილი იქმნება, თუ ვინმე დაეხმარება ამ მიმართულებას, წარმოიდგინეთ, რა შედეგებს მივიღებთ?!

591ed9a03c4db
სალომე მეცხვარიშვილი
19.05.17 15:36
2133
მწვანილის მწარმოებელი კომპანია "ჰერბიას" ხელმძღვანელი "საქმის კურსთან" მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ზურაბ ჯანელიძე აბობს, რომ ამ პრობლემების გამო ქართული პროდუქცია ევროკავშირში ექსპორტის დიდ მასშტაბებზე ვერ გადის.

"ბოსტნეულისა და მწვანილის წარმოებაში იმერეთში არასეზონურ პერიოდში დაახლოებით 100 მილიონამდე დოლარის ღირებულების საექსპორტო პროდუქცია იქმნება ჩარევის გარეშე, თქვენ წარმოიდგინეთ, თუ ვინმე ჩაერევა და დაეხმარება ამ მიმართულებას, რა შედეგებს მივიღებთ?! საუბარია, როგორც იმპორტის ჩასანაცვლებლად ხელისშემწყობ ღონისძიებებზე, ასევე, ექსპორტის განვითარებაზე. ამის გაკეთება დიდ ეფექტს მისცემს სახელმწიფოს, რომ შემოვიდეს მყარი ვალუტა და ჩანაცვლდეს იმპორტი. ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით შეიძლება ბევრი რამ გაკეთდეს, თუნდაც ლოჯისტიკის ცენტრები, რაც კონკრეტული ფერმერისთვის ხელმიუწვდომელია",- ამბობს ზურაბ ჯანელიძე.

მისივე თქმით, ყველაფერთან ერთად ექსპორტის მთავარი პრობლემა ისაა, რომ პროდუქციის შესაბამისი მოცულობები საქართველოში არ არსებობს.

კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან დამკვეთები მუდმივად ითხოვენ მიწოდების უწყვეტობას, რაც კრიტიკული მოცულობების გარეშე შეუძლებელია. 

"ჰერბიას" დამფუძნებელი, რომელსაც მწვანილი ბულგარეთში გააქვს, აცხადებს, რომ ყველაფერთან ერთად, სტანდარტი, რომელსაც ევროკავშირი ითხოვს, იგულისხმება Global Gap, საქართველოში თითქმის არავის აქვს დანერგილი.

"საკმარის მოცულობებს ვერ ვაწარმოებთ, ამიტომ დგება საკითხი, რომ ან ჩვენ უნდა გავფართოვდეთ და შეიქმნას საჭირო მოცულობა, ან კოოპერირება უნდა მოხდეს ამ მიმართულებით",- აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day