Home
Category
TV Live Menu

"ჰერბიას" მიწა 1 ლარად გადაეცა

59e5e0bb1e0c3
სალომე მეცხვარიშვილი
17.10.17 16:05
1385
მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი "ჰერბია" ფართოვდება. კომპანია ბოსტნეულის გადამამუშავებელი ცენტრის აშენებას გეგმავს. მთავრობამ უკვე გადასცა "ჰერბიას" წყალტუბოში მდებარე 23 536 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. კომპანიას ქონება ერთ ლარად გადაეცა.

საინვესტიციო ვალდებულებაა, რომ კომპანიამ ადგილზე მილიონ 315 ათასი ლარი ჩადოს.

"ჰერბიას" ხელმძღვანელი ზურაბ ჯანელიძე „საქმის კურსთან“ ამბობს, რომ ადგილზე მოიყვანენ და გადაამუშავებენ: პომიდორს, კიტრს, წიწაკას, სტაფილოს.

პროდუქციის ნაწილი ადგილზევე შეიფუთება. ზურაბ ჯანელიძე საექსპორტო ქვეყნების დამატებასაც არ გამორიცხავს.

მათივე ვალდებულებაა, წლიურად არანაკლებ 15 ტონა ბოსტნეული გადაამუშაონ და არანაკლებ 150 ტონა ბოსტნეული/მწვანილი აწარმოოონ.

"ჰერბია" შეფუთულ მწვანილს 2006 წლიდან აწარმოებს და ყიდის როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ.

Subscribe to our news

Get the main news of the day