Home
Category
TV Live Menu

ჰიბრიდული სიმინდით დაზარალებულებისთვის სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

5a697e89cbc20
მარი როჭიკაშვილი
25.01.18 10:46
855
ჰიბრიდული სიმინდის თესლით დაზარალებული ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობის კორპორაციას 86 000 ლარის გადახდა დაეკისრა - ამის შესახებ Bm.ge-ს ფერმერთა ადვოკატმა ირაკლი უტიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკვე მეორეჯერ დამტკიცდა, რომ სახელმწიფომ ფერმერები სიმინდის უხარისხო თესლით მოამარაგა და ზიანი მიაყენა.

ადვოკატის განმარტებით, ფერმერთა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კონკრეტულად კი 4 ფერმერი გარდა თესლში გადახდილი თანხისა, ზარალისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას ითხოვდა, რაც საერთო ჯამში 131 000 ლარს შეაადგენდა. თუმცა, სასამართლომ კორპორაციას ფერმერებისთვის მხოლოდ თესლში გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვა, რაც 86 000 ლარს შეადგენს.

ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2011 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ასეულობით პირისთვის სიმინდის თესლის მიყიდვა. თუმცა, ფერმერთა ნაწილმა მოსავალი ვერ მიიღო, რადგან უვარგისი აღმოჩნდა, რაც ლაბორატორიულადაც დამტკიცდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და კორპორაცია სააპელაციო სასმართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოხდა 3 847 092 ლარის ღირებულების სიმინდის თესლის რეალიზაცია, საიდანაც სასამართლო და სააღსრულებო პროცესების დაწყებამდე ფერმერთა მიერ ჩარიცხულმა თანხამ (მათ შორის საბანკო გარანტიით მიღებულმა თანხამ) შეადგინა 3 462 825 ლარი.

Subscribe to our news

Get the main news of the day