Home
Category
TV Live Menu

"ჰიდრო ენერგო კორპორაცია" ჰესის მშენებლობაში მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

5a6f0502c918c
დავით ჯალაღონია
29.01.18 15:24
891
"ჰიდრო ენერგო კორპორაცია" ჰესის მშენებლობაში მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. როგორც Bm.ge-ს კომპანიის საოპერაციო დირექტორმა ტატო ცინცაძემ განუცხადა, ჰესის მშენებლობისთვის მემორანდუმი ენერგეტიკის სამინისტროსთან 2015 წელს გაფორმდა და მას შემდეგ, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს.

„ეს პროექტი დასავლეთ საქართველოში ითვალისწინებს სამ-კასკადიან სადგურს, ჯამური დადგმული სიმძლავრით 560 მეგავატი და გამომუშავებით - 2160 გეგავატ/სთ. ეს დაახლოებით მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციაა. ჰესი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე საქართველოს ენერგეტიკული სექტორის სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, - განაცხადა ცინცაძემ.

რაც შეეხება პროექტის დაფინანსების წყაროს, ცინცაძის განმარტებით, ეს ძირითადად ქართული ინვესტიციაა, თუმცა, საჭიროა დამატებითი წყაროების მოძიებაც.

„რთულია, ინვესტორმა დამოუკიდებლად განახორციელოს პროექტი, შესაბამისად, საჭიროა, მოვიძიოთ უცხოური ინვესტიციები, როგორც პირდაპირი ინვესტიციების სახით, ასევე სესხის“, - აღნიშნა მან.

ჰესის სამშენებლო ეტაპზე გადასვლამდე, კვლევითი სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day