Home
Category
TV Live Menu

"ჰიდროელექტროსადგურების ტარიფები ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ფორმირებაზე გავლენას მოახდენს"

585d0048ee69b
დავით ჯალაღონია
23.12.16 14:44
1057
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გოჩა შონიას განმარტებით, ჰიდროელექტროსადგურების ტარიფები ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ფორმირებაზე გავლენას მოახდენს.

როგორც შონიამ დღევანდელ სხდომაზე ჟურნალისტებს განუცხადა, კომისია შეაჯერებს ტარიფების დეპარტამენტის, ასევე კომპანიის წარმომადგენლების მოსაზრებებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ორშაბათს იქნება გადაწყვეტილება მიღებული. დაველოდოთ, თუმცა დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს სამომხმარებლო ტარიფის ფორმირებაზე", - განაცხადა შონიამ.

რაც შეეხება იმას, თუ იმოქმედებს ჰიდროელექტროსადგურების ტარიფების დადგენაზე ლარის კურსის გაუფასურება, შონიას განმარტებით, ამ შემთხვევაში ლარის კურსს გავლენა არ აქვს, რადგან ჰიდროელექტროსადგურები წყალზე მუშაობენ.

"ანუ კურსის კომპონენტი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეს კომპონენტი ძირითადად მუშაობს თბოელექტროსადგურებთან მიმართებაში", - განაცხადა შონიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს სემეკის გადაწყვეტილებით, ცხრა ჰიდროელექტროსადგურის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შემცირდა, ერთის - გაიზარდა. ახალი ტარიფები ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა.

Subscribe to our news

Get the main news of the day