კომპანია HiPP აგარაში ვაშლის კონცენტრანტის ქარხანას ყიდის. როგორც კომპანიაში "ბიზნესკონტრაქტს" განუმარტეს, Hip Group-მა გადაწყვიტა, რომ ინვესტიცია სხვა სფეროში განახორციელოს და ამ ეტაპზე პრიორიტეტულად სხვა ქვეყანა ჩაითვალა. "ჰიპი ჯორჯიას" ხელმძღვანელის არჩილ ჟვანიას განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოში აღნიშნული ბიზნესი წარმატებული ყოფილიყო დამატებითი ინვესტიციის განხრციელება იყო საჭირო.
კომპანია ამ ეტაპზე საქართველოში ბიო მეურნეობის განვითარებას გეგმავს. კომპანია უკვე ფლობს 10 ჰექტარ მიწის ნაკვეთს და უახლოეს მომავალში დამატებითი მიწების შესყიდვასაც გეგმავს. მიწებზე უმეტესად ერთწლიანი კულტურების მოყვანა იგეგმება, ასევე კომპანია აქცენტს ბიო მსხლის მოყვანაზეც გააკეთებს.
საქართველოში მოყვანილი ნედლეულის ექსპორტს Hipp ბელორუსში ახორციელებს.