ტანსაცმლის მწარმოებელი მსოფლიო ბრენდი H&M საქართველოში შემოსვლას ჯერჯერობით არ გეგმავს. ამის შესახებ ოფიციალურ წერილშია საუბარი, რომელიც H&M-მა „ბიზნესკონტრაქტს“ გამოუგზავნა.
„ბიზნესკონტრაქტმა“ ბრენდს საქართველოში შემოსვლის გეგმების შესახებ მას შემდეგ მიმართა, რაც ქართული მედიით გავცრელდა ინფორმაცია, რომ მალე ქართულ სავაჭრო ცენტრებში H&M-ის მაღაზიები გამოჩნდება.
„საქართველო არის ერთ-ერთი საინტერესო ბაზარი, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით. თუმცა, ამ მომენტისთვის კონკრეტული გეგმები, თუ როდის გავხსნით მაღაზიებს საქართველოში, არ არსებობს. ამ დროისთვის ჩვენ მიმართული ვართ კვიპროსში მაღაზიის გახსნაზე, რომელიც 24 სექტემბერს იგეგმება“,- აღნიშნულია H&M-ის ოფიციალურ წერილში.