Home
Category
TV Live Menu

H&M ყოფილ "უნივერმაღში" სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისში" გაიხსნება

582092f223bae
BM.GE
07.11.16 18:40
1541
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის შვილობილ კომპანია „თბილისი პლაზას“ და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს რითეილერ H&M-ს (Hennes & Mauritz) შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად „გალერია თბილისში“ H&M-ის მაღაზია 2017 წელს გაიხსნება.

"გალერია თბილისი" საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი მიმდინარე საინვესტიციო პროექტია ტურიზმისა და უძრავის ქონების მიმართულებით, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება $80 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს ძირითადი სამშენებლო სამუშაოები. სავაჭრო ცენტრის გრანდიოზული გახსნა 2017 წლის სექტემბერში იგეგმება.

H&M "გალერია თბილისისთვის" პირველი რითეილერია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა. 

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით: "გვეამაყება, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ძალისხმევით მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი განახლდა და 2017 წლისთვის დედაქალაქს „გალერია თბილისის“ სახით თანამედროვე არქიტექტურის კიდევ ერთი გამორჩეული ნიმუში შეემატება. ეს იქნება ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრი, რომელიც ვიზიტორებს გართობისა და დასვენებისთვის მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს. მოხარული ვართ, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებას H&M-თან. "გალერია თბილისი" ქართველ მომხმარებლებს კიდევ არაერთ სასიამოვნო სიახლეს შესთავაზებს.“

საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ყოფილი უნივერმაღის შენობა 2015 წლის აპრილში შეიძინა ჰოლანდიური კომპანიისგან „Doryphore Investment B.V. ფონდის ჩართულობით მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი განახლდა.


Subscribe to our news

Get the main news of the day