ლარის კურსი, რეგულაციები, 520 დადგენილება და კორონავირუსის პანდემია - კლინიკებმა ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით უკვე დაიწყეს საუბარი ხარჯების 30%-იან ზრდაზე და ამის პარალელურად მომართვიანობის შემცირებაზე. რას ითხოვენ კლინიკები, რომლებიც COVID პაციენტების მიმღებები არ არიან და პაციენტებს როგორც გეგმიურ ისე გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას უწევენ?