Home
Category
TV Live Menu

HR.GE: 2017 წელს ვაკანსიების რიცხვი 30%-ით გაიზარდა

58b04341a4ffb
სალომე მეცხვარიშვილი
27.02.17 09:35
1071
2017 წელს ვაკანსიების რიცხვი 30%-ით გაიზარდა,- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" დასაქმების პორტალ Hr.ge-ს რეგიონულმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ზრდა ფიქსირდება 2017 წლის იანვარ-თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

Hr.ge-ს რეგიონული მენეჯერის ინფორმაციით, ვაკანსიების რაოდენობით ყველაზე აქტიურია შემდეგი სფეროები:

• გაყიდვების სფერო - 23%
• კლიენტთა მომსახურება - 11%
• საბანკო სფერო - 8%
• სამედიცინო სფერო - 6,5%
• ბუღალტერია/ფინანსები - 5%
• ჰორეკა სექტორი - 4%

ყველაზე პოპულარული ვაკანსია მოლარე-ოპერატორისაა, შემდეგ მოდის გაყიდვების მენეჯერი და პრობლემური სესხების ექსპერტი.

როგორც hr.ge-ს წარმომადგენელი აცხადებს, პრობლემური სესხების ექსპერტი 2016 წელს განსაკუთრებით პოპულარული აღმოჩნდა და ყოველთვიურად დაახლოებით 15-20 ვაკანსია ცხადდებოდა ამ მიმართულებით, რაც წინა წლებში არ დაფიქსირებულა.

"2014 წელს მსგავს პოზიციაზე ვაკანსია საერთოდ არ ყოფილა, 2015 წელს რამდენჯერმე გამოცხადდა, ხოლო 2016 წელს თვეში 15-20 ვაკანსია ცხადდებოდა",- ამბობს Hr.ge-ს რეგიონული მენეჯერი.

Subscribe to our news

Get the main news of the day