Home
Category
TV Live Menu

Hualing ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობას წელს დაიწყებს

5a9c41c948552
ელენე გოგბერაშვილი
05.03.18 10:00
1081
ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა მიმდინარე წლიდან დაიწყება. ამის შესახებ BM.GE-ს "ჰუალინგის" პროექტების მენეჯერმა განუცხადა. გეორგია გოგიას თქმით, ამ ეტაპზე სასტუმროს პროექტირებაზე მიდის მუშაობა, რომლის დასრულების შემდეგ პროცესი სამშენებლო ეტაპზე გადავა. ცნობილია, რომ "ჰუალინგი’' შენობის დემონტაჟს არ განახორციელებს და მას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. როგორც გოგია აცხადებს, სასტუმრო ჰუალინგის სასტუმროს ბრენდის ქვეშ იფუნქციონირებს. პროექტის მიხედვით, შენობა 120 სასტუმრო ნომერზე იქნება გათვლილი. ამ ეტაპზე კომპანიის წარმომადგენელი განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობას არ ასახელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა 2015 წლის ივნისში 9 მილიონ 450 ათას დოლარად გაიყიდა. "ჰუალინგი’’ ვალდებული იყო 2016 წლის 1-ლი იანვრიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში, არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო გაეშვა ექსპლუატაციაში, თუმცა პროექტის განხორციელებამ დროში გადაიწია.

Subscribe to our news

Get the main news of the day