Home
Category
TV Live Menu

"ჰუალინგი" ქუთაისში ლიფტების საწარმოს მშენებლობას იწყებს

573f198feb573
BM.GE
20.05.16 18:02
1171
ჩინური "ჰუალინგი" ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ლიფტების საწარმოს აშენებს. პროდუქცია ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. როგორც ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა ახალი საწარმო ასეულობით სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, "ჰუალინგი" ქალაქში კიდევ 4 მსხვილი პროექტის განხორციელებას განიხილავს.
 
"ჰუალინგ ჯგუფი საქართველოში ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს. უკვე ერთ წელზე მეტია ქალაქში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გაიხსნა. ზოგადად ჩინეთთან ეკონომიკური მეგობრობის სურვილი აქვს ყველას და ეს დიდ შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას და ქალაქს.

უკვე გადაწყდა რომ შენდება ერთ-ერთი დიდი ლიფტების საწარმო. ესაა დამატებით ასეულობით დასაქმებული ადამიანი. ძირითადად ეს პროდუქცია ექსპორტზე გავა. პროექტი სავარაუდოდ დაიწყება უახლოეს პერიოდში. მე როგორც ვიცი იქ სამუშაოები ეხლაც მიმდინარეობს", - განაცხადა მურღულიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day