Home
Category
TV Live Menu

Huawei P9 საქართველოს ბაზარზე შემოდის

577a7b4324298
BM.GE
04.07.16 19:01
1332
საქართველოში ჰუავეის ახალი ფლაგმანი - P9 უკვე ხელმისაწვდომია.
 
Huawei P9 არის პირველი სმარტფონი, რომელიც ფოტოაპარატების ლეგენდარულ გერმანულ ბრენდთან - Leica Camera AG-სთან თანამშრომლობით შეიქმნა. P9 აღჭურვილია ორმაგი კამერით და მობილური ფოტოგრაფიის სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას გვთავაზობს, გვაძლევს რა საშუალებას, გადავიღოთ როგორც მკვეთრი ფოტოები ცუდი განათების პირობებში, ისე შავ-თეთრი ფოტოები, სპეციალური მონოქრომული მატრიცის დახმარებით. ამასთან ერთად, P9 აღჭურვილია იმ ელემენტებით, რომელიც მნიშვნელოვანია თანამედროვე სმარტფონის მომხმარებლებისათვის - სიჩქარე, სიგნალის მიმღები სამმაგი ანტენა და სიმძლავრე.

P9-ს გააჩნია 3000 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მუდმივ მობილურობას და მოხმარების ხანგრძლივობას.

ქართველ მომხმარებელს P9 და P9 lite (P9 - ის ბიუჯეტური ვერსია) შეძენა შეეძლებათ ჰუავეის ოფიციალური ტექნიკის მაღაზიებში: ალტაოქეი, ელიტ-ელექტრონიქსი, მაგთი, მეტრომარტი, სმაილი, არაი, ბეკო და მეგამოლი. სმარტფონების ღირებულებაა 1199 და 599 ლარი.

Subscribe to our news

Get the main news of the day