Home
Category
TV Live Menu

HUB Georgia "აეროპორტების გაერთიანებას" ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

5a5f6af7d8ba0
მაია ბიწაძე
17.01.18 19:20
843
არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ გამოყენებაში ადანაშაულებს. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ "აეროპორტების გაერთიანებამ" ორჯერ დაარღვია საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყნებს უფლებას ანიჭებს შიდა ფრენების განხორციელებაზე ლიცენზია უცხოურ ავიაკომპანიებზე არ გასცენ. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ასეთ ფაქტი ორჯერ დაფიქსირდა. პირველად, 2016 წელს, როცა აეროპორტების გაერთიანების მიერ ორ თვიან ვადაში გამოცხადებული ტენდერის გამო, მასში მონაწილეობის მიღება ვერ მოასწრეს ადგილობრივმა ავიაკომპანიებმა, ტენდერი ჩავარდა. ამის შემდეგ კი ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე ხელშეკრულება ყაზახურ ავიაკომპანიასთან „ SKY BUS-თან გაფორმდა. ეს უკანასკნელი კი უსაფრთხოების კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციის შავ სიაში იყო და ფრენები ევროპის მიმართულბით აკრძალული ჰქონდა. მალევე ამ ავიაკომაპანიას, სწორედ უსაფრთხოების სტანდარტის დარღვევის გამო ფრენის უფლება შეუჩერდა და ხელშეკრულებაც შეუწყდა. 

ერთი წლის თავზე, 2017 წელს, hub Georgia-ს ხელმძღვანელის ვასო ურუშაძის ინფორმაციით, ისტორია კვლავ განმეორდა, როცა შიდა ფრენებზე 10 მილიონიანი სუბსიდირების პროგრამის ასათვისებლად ტენდერი გამოცხადდა. 

"ტენდერში გამარჯვებულ ავიაკომპანიას ფრენების შესრულება 2017 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო და თბილისი- ბათუმისა და თბილისი-ბათუმი-მესტიის მიმართულებებზე სამი წლის განმავლობაში ეფრინა. ამჯერად ტენდერში ქართულმა ავიაკომპანიამ ,,სერვის ეარმა“ გაიმარჯვა, თუმცა მას შესაბამისი საფრენი ხომალდები არ გააჩნდა. ,,სერვის ეარმა“ ლატვიური ავიაკომპანიის „RAF AVIA”-ს კუთვნილი თვითმფრინავით დაიწყო ოპერირება, თუმცა, მოგვიანებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობამ ტენდერში გამარჯვებულ ქართულ ავიაკომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და ფრენის უფლება პირდაპირ ლატვიურ ავიაკომპანიას გადასცა. შედეგად დღეს სახელმწიფო სუბსიდიით, ქვეყნის შიდა ფრენებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით უცხოური ავიაკომპანია “RAF AVIA” ასრულებს, კონვენცია კი უკვე მეორედ დაირღვა", - განაცხადა ურუშაძემ. 

Subscribe to our news

Get the main news of the day