გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ყოველწლიური ჰუმანური განვითარების ანგარიში (Human Development Report ) გამოაქვეყნა. გაერომ საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნად ნორვეგია დაასახელა, ხოლო საქართველოს ირანის შემდეგ 70-ე პოზიცია ერგო. 71-ე ადგილზე კი თურქეთია.
გაეროს აღნიშნული ინდექსი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის მისი განვითარების ინდიკატორს წარმოადგენს და ის აერთიანებს ამ განვითარების ისეთ საზომებს, როგორიცაა: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, განათლების დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე.
გაეროს კვლევის მიხედვით, ცხოვრებისთვის საუკეთესო ქვეყნების სიის ტოპ-ათეული ასეთია:
1.ნორვეგია
2.ავსტრალია
3.შვეიცარია
4.გერმანია
5.დანია
6.სინგაპური
7.ნიდერლანდები
8.ირლანდია
9.ისლანდია
10.კანადა