Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Hut 8 კანადის საფონდო ბირჟაზე

BM.GE
05.04.18 11:07
1129
Bitfury Group -ის შვილობილმა კრიპტოვალუტების მაინინგის კომპანიამ Hut 8 კანადის საფონდო ბირჟაზე აქციები განათავსა. კომპანიამ TSX Venture Exchange-ზე ვაჭრობა მარტში დაიწყო და პირველი ტრანზაქცია უკვე დაასრულა. მხარეებმა თანხმობა TSXV -სგან 22 თებერვალს მიიღეს. ამ დროისთვის კომპანიას ჯამში 82,380,000 საერთო აქცია ჰქონდა გამოშვებული და 1,374,000 აქციის შესყიდვის გარანტიას ფლობდა. აქციების 43.17%-ს Bitfury ფლობს. Hut 8-მ და Bitfury ჯგუფმა თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყეს. The Bitfury Group არის ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. Hut 8 ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მსხვილი დატაცენტრის ოპერატორი კომპანია იქნება. კერძოდ, კომპანიები ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მსხვილ ბიტკოინ მაინინგის დატაცენტრს ქმნიან. მონაცემთა ცენტრს პროგრამულ უზრუნველყოფას და საოპერაციო მომსახურებას ექსკლუზიურად Bitfury შესთავაზებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day