Home
Category
TV Live Menu

Hyatt Regency-ის ინვესტორი საერთაშორისო გამჭვირვალობას პროექტის დამაზიანებელი განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს

57befad7c151b
BM.GE
25.08.16 18:00
1020
“რუსთველი ფროფერთი” “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პასუხობს.

ორგანიზაციამ კომპანიის პროექტი Hyatt Regency-ის „საპარტნიორო ფონდის“ იმ სამ პროექტს შორის დაასახელა, რომელიც მათი შეფასებით, კითხვებს აჩენს.

კომპანია განცხადებას აქვეყნებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პროექტში სახელმწიფო ფონდის პარტნიორი ქართველი ბიზნესმენი რომან ფიფიაა.

„“რუსთველი ფროფერთი” გამოთქვამს შეშფოთებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ 2016 წლის 25 აგვისტოს პრესკონფერენციაზე გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით რომელიც შეეხება Hyatt Regency Tbilisi-ს პროექტს.

მიუხედავათ იმისა რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენლებს ჰქონდად კომუნიკაცია კომპანიის ხელმძღვანელობასთან და მიიღეს ამომწურავი განმარტებები მათ მიერ დასმულ კითხვებზე, მიუხედავად იმისა რომ არაერთხელ ქართულ და უცხოურ პრესაში აღნიშნული იქნა თუ ვინ არის პროექტის მფლობელი და ინვესტორი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” საჯაროდ გააკეთეს კომპანიისათვის და პროექტისათვის დამაზიანებელი განცხადებები, თითქოსდა არსებობს გაურკვეველი კითხვები.

ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით კიდევ ერთხელ ღიად და საჯაროდ განვმარტავთ რომ Hyatt Regency Tbilisi-ს პროექტის მფლობელი და ინვესტორი არის ქართველი ბიზნესმენი ბატონი რომან ფიფია. პროექტის განმახორციელებელი არის საქართველოში რეგისტრირებული შპს “რუსთველი ფროფერთი” და ის არის კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია Merrydow Development Holdings LTD მიერ დაფუძნებული, რომლის დამფუძნებელი და მფლობელი არის ბატონი რომან ფიფია.

შპს “რუსთველი ფროფერთი”-ს გავლილი აქვს საერთშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან KYC (იცოდე შენი კლიენტი) უმკაცრესი პროცედურები და არასოდეს არ შექმნიათ არავითარი პრობლემა. ასევე კომპანიას გავლილი აქვს საერთშორისო ფინანსური და იურიდიული აუდიტორული შემოწმება და ასევე აღებული აქვს ვალდებულება შემდგომშიც ჩაატაროს ყოველწლიური აუდიტი.

ძალიან დასანანი და სამწუხაროა რომ ასეთი პატივსაცემი და წონიანი ორგანიზაცია როგორიც არის “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ახორციელებს ოფშორის მცნების სტიგმატიზაციას და უნებლიეთ შეცდომაში შეყავს საზოგადოება.

გამოვხატავთ მზადყოფნას გავცეთ ამომწურავი პასუხები კომპეტენტურ პირებს, რათა არ არსებობდეს არავითარ კითხვები Hyatt Regency Tbilisi-ს პროექტთან დაკავშირებით“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day