ჰიუნდაი ავტო საქართველომ, მომხმარებლებს კიდევ ერთი, განახლებული ჰიუნდაი სანტაფე შესთავაზა. Hyundai Santa Fe ბრენდის ერთ-ერთი გამორჩეული SUV-ია. ავტომობილი პირველად 2000 წელს ჟენევის ავტოშოუზე წარსდგა და მას შემდეგ ჰიუნდაის სანიმუშო ხაზად ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით კი საოჯახო მოგზაურობებისა და თავგადასავლებისთვის. ავტომობილმა საკუთარი პოზიცია მეოთხე თაობის განახლებული 2021 წლის მოდელით კიდევ უფრო განამტკიცა.