Home
Category
TV Live Menu
Loading data...

I კვარტალში $497 მილიონის FDI შემოვიდა - რას გვაჩვენებს ინვესტიციების სტრუქტურა?

BM.GE
09.06.23 16:36
128
საქართველოში ინვესტიციების მოცულობა წლიურად შემცირდა, ბოლო კვარტალთან შედარებით კი, გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-მარტში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის I კვარტალში 496.6 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის IV კვარტლის მონაცემებს 53 პროცენტით აღემატება. 2023 წლის I კვარტალში რეინვესტიციამ 189.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 38.2 პროცენტით განისაზღვრა. რაც შეეხება ტოპ ინვესტორ ქვეყნებს - პირველ ადგილზეა ნიდერლანდები - 239.6 მლნ. დოლარით, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია - 63.2 მლნ. აშშ დოლარით ხოლო მესამეზე აშშ - 54.7 მლნ. აშშ დოლარით. ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.1 პროცენტს შეადგენს. 

BMG-იმ საქსტატისგან გამოითხოვა იმ კომპანიების სია, რომლებშიც ყველაზე მეტი FDI ჩაიდო. მათ შორისაა სინგაპურულ Indorama Holding-ის ერთ-ერთი შვილობილიც, რომელმაც 2023 წლის იანვარში საქართველოს უმსხვილესი ქიმიური საწარმო “რუსთავის აზოტი” შეიძინა. აღნიშნული ინვესტიცია Indorama-მ მისი ჰოლანდიური შვილობილის Indorama Holdings B.V.-ის მეშვეობით განახორციელა. BMG-ის ინფორმაციით, კომპანია ქიმიური საწარმოს განვითარებისთვის 200 მილიონი დოლარის ინვესტირებასაც გეგმავს. მის გარდა, ახალ ინვესტორთა შორის მოხვდა კომპანია “აზია ჯგუფი”, რომელიც ყაზახური ინვესტიციით დაფუძნებული კომპანიაა. ინვესტორთა შორის მოხვდა ჩინეთის სახელმწიფო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალიც, თუმცა ეს უკანასკნელი არა ინვესტორი, არამედ სახელმწიფოს კონტრაქტორია, რადგანაც ის მთავრობის დაკვეთით რიკოთის საუღელტეხილო გზას აშენებს. 

სტუმარი: ირაკლი ჟვანია - Kudos Georgia-ს მმართველი პარტნიორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day