Home
Category
TV Live Menu
Loading data...

I4U ონლაინ პლატფორმა ქოუჩებისა და ფსიქოთერაპევტებისთვის - ანა არველაძე ქალების ნარატივში

BM.GE
31.05.21 13:07
351

 I4U - ონლაინპლატფორმა ქოუჩებისა და ფსიქოთერაპევტებისთვის - ფსიქოლოგი ანა არველაძე „ქალების ნარატივში“

 

-რას გულისხმობს ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება?

-ამ მეთოდს საგამოძიებო სამსახურებშიც იყენებენ, აქვს თერაპიული ეფექტიც. რაც მეტად სიღრმეში შედიხარ, უფრო გაინტერესებს რა არის კიდევ ღრმად.

 

-თავად როგორ დაინტერესდით?

-მე შესწავლა დავიწყე იმისთვის, რომ მანიპულაცია ამერიდებინა თავიდან. ჩვენ არ ვართ დაცული მანიპულირების მახისგან.  საკითხების შესწავლისას გავიაზრე, რომ ჩვენ ყველა ვართ ერთი დიდი მთლიანობის ნაწილი. ამის შემდეგ გამიადვილდა ადამიანების მიღება. თითოეულ ადამიანს აქვს შინაგანი რუქა, რომელიც ყველასთვის უნიკალურია.  

თერაპიული პროცესისთვის მნიშვნელოვანია თანაგრძნობა. ასევე, შეუძლებელია დაეხმარო, თუ არ დადგები დისოცირებულ, დამკვირვებლის პოზიციაში. უნდა დაიკავო შუამავალი რგოლის პოზიცია. აუცილებელია ბოლომდე არ შეხვიდე ემოციებში, ამით შეიძლება ადამიანს მდგომარეობა დაუმძიმო კიდევაც.  

 

-სხეულის ენის თავისებურებებზე როგორია თქვენი დამოკიდებულება?

-ვრცელდება უამრავი ლიტერატურა სხეულის ენაზე; არის შემთხვევები, რომ ადამიანები წიგნში ამოკითხულ მანერას უკავშირებენ ინდივიდს, თუმცა ეს შეიძლება იყოს არასწორი ინტერპრეტაცია ადამიანის მოძრაობისა, რომელიც შეიძლება იყოს ინსტინქტური და არ მეტყველებდეს იმაზე, რომ მაგალითად, მატყუარაა. ამიტომ ჩემი სუბიექტური აზრით, მთელი 100%-ით ნდობა არაა სწორი. 

 

-შევეხოთ თავდაცვის ზონების ცნებასაც; რას გულისხმობს ეს?

-საინტერესოა ინსტინქტები. თავდაცვის სწრაფი რეაქციისას, ადამიანი იცავს მუცლის ზონას. თავდაცვა შეიძლება იყოს სიტყვიერად განხორციელებულიც.  

 

-რას გულისხმობს პლატფორმა I4U?

-ეს არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც სამმა ადამიანმა შევქმენით. პანდემიის პირობებში ადამიანების მხრიდან ფსიქოლოგიური სირთულეების გადალახვისთვის პროფესიონალების ძიების ტენდენცია გაიზარდა. პლატფორმა კი ადამიანებს საშუალებას აძლევს მარტივად მოიძიონ ფსიქოლოგები, ქოუჩები, ფსიქოთერაპევტები. ეს ახალი პროდუქტია. პლატფორმა ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, თავად გაეცნონ ქვეყანაში ამ მიმართულებით მომუშავე პროფესიონალებს. მსურს პლატფორმა ცნობიერების ამაღლებისთვისაც გამოვიყენოთ.   

 


-რა არის თქვენთვის გამოწვევა?


-ვიტყოდი დროის ნაკლებობა; სწორედ ამიტომ ვორიენტირდი სატრენინგო და საგანმანათლებლო ინდუსტრიაზე, რადგან ეს იძლევა საშუალებს, რომ მოკლე დროში მეტი ადამიანის დამხარება შევძლოთ.






სტუმარი: ანა არველაძე - ფსიქოლოგი, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების ოსტატი.

Subscribe to our news

Get the main news of the day