ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით "იანდექს ტაქსის" საკითხთან დაკავშირებით, მოკვლევა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გარდა, არაკონტროლირებად ტერიტორიაზეც არის გასაკეთებელი.
"მე ხელთ მაქვს პირველადი მოკვლევის საბუთები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მიერ კონტროლორებად ტერიტორიაზე შეიძლება გაკეთებულიყო. არის გასაკეთებელი მოკვლევა არა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საბოლოო დასკვნის გაკეთება“, - განაცხადა მინისტრმა. კითხვაზე - რა აჩვენა პირველადმა მოკვლევამ, მინისტრმა კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ რუსული ტაქსის კომპანიის "იანდექს ტაქსის" მიერ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის შესაძლო დარღვევაზე მოკვლევა მიმდინარეობს. გასულ კვირას ქუმსიშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ რუსული კომპანიის საქართველოში ოპერირებით, შესაძლოა კანონი ირღვეოდეს.