Home
Category
TV Live Menu

იანვარ-მარტში გამოცხადებული ტენდერების შედეგად სახელმწიფომ 19 მილიონამდე ლარი დაზოგა

5947751a34aa5
სალომე მეცხვარიშვილი
19.06.17 10:49
679
იანვარ-მარტში გამოცხადებული ტენდერების შედეგად სახელმწიფომ 18 მილიონ 893 ლარი დაზოგა.

მთავრობის განკარგულებით, ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია მიემართება სამინისტროებისა და მათ კონტროლს ქვეშ დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

"საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიზნობრიობისგან განსხვავებული მიმართულებით თანხის გამოყენება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით",- ნათქვამია განკარგულებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day