Home
Category
TV Live Menu

იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 7%-ით შემცირდა, იმპორტი 31%-ით გაიზარდა

582978703c279
BM.GE
14.11.16 12:39
900
2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9950 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1701 მლნ. აშშ დოლარი იყო (7 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8249 მლნ. აშშ დოლარი (31 პროცენტით მეტი). საქსტატის ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში 6548 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 66 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 5851 მლნ. აშშ დოლარს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 პროცენტით ნაკლებია.

Subscribe to our news

Get the main news of the day