Home
Category
TV Live Menu

იანვარ-ოქტომბერში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები კანადა, თურქეთი და რუსეთი იყო

5832a3ad13089
BM.GE
21.11.16 11:35
997
2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9957 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია კანადა (1830 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (1270 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (687 მლნ. აშშ დოლარი).
2016 წლის იანვარ-ოქტომბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 265 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16 პროცენტი შეადგინა. თხილის ექსპორტი 146 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 138 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში კვლავ სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 2616 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 32 პროცენტი შეადგინა. აქედან, C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი 2398 მლნ. აშშ დოლარია. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 476 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 374 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).

Subscribe to our news

Get the main news of the day