2016 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია კანადა (1829 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (1140 მლნ. აშშ დოლარი), ირლანდია (621 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (612 მლნ. აშშ დოლარი).
2016 წლის იანვარ-სექტემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 243 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 121 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 8 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 120 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-სექტემბერში კვლავ სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 2591 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 34 პროცენტი შეადგინა. აქედან, C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი 2398 მლნ. აშშ დოლარია. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 412 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 338 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4 პროცენტი).