Home
Category
TV Live Menu

იანვარში საქართველოს სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა

58bd30dfe50bb
BM.GE
06.03.17 13:48
1017
იანვარში საქართველოს სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში გადაზიდული ტვირთების საერთო მოცულობამ 3,0 მილიონი ტონა შეადგინა, ნაცვლად წინა წლის 2,8 ტონისა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 5,2 მილიონ ტონას შეადგენდა.

საზღვაო ნავსადგურებსა და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 1,2 მილიონიდან 1,4 მილიონ ტონამდე გაიზარდა.

გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 34,269 TEU ერთეული შეადგინა, ნაცვლად გასული წლის 22,469-სა.

გაზრდილია სამოქალაქო ავიაციის მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა, - ერთ წელში ზრდამ 1,7 მილიონი ტონა შეადგინა, 0,2 მილიონი ტონით გაიზარდა რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა და მან 1 მილიონი ტონა შეადგინა; საავტომობილო გადაზიდვების მაჩვენებელი არ შეცვლილა.

რაც შეეხება საზღვაო ნავსადურებს, - ყულევის საზღვაო ტერმინალში იანვარში გადამუშავებულმა ტვირთებმა 1,7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უცვლელი მაჩვენებელია. 0,1 მლნ ტონით 0,3 მილიონამდე შემცირდა გადამუშავებული ტვირთების მაჩვენებელი სუფსის საზღვაო ტერმინალში. 0,3-დან 0,6 მლნ ტონამდე გაიზარდა გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა ფოთის საზღვაო ნავსადგურში.

Subscribe to our news

Get the main news of the day