Home
Category
TV Live Menu

იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილები 26,1%-ით გაიზარდა

58a4204a502e5
BM.GE
15.02.17 13:32
1209
2017 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 83.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 226.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 26.1 პროცენტით (17.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.6 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 86.2 პროცენტი მოდიოდა.

2017 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.4 მლნ აშშ დოლარი (36.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 11.9 მლნ აშშ დოლარისა (29.0 მლნ ლარისა) გასული წლის იანვარში.

Subscribe to our news

Get the main news of the day