Home
Category
TV Live Menu

იანვარში ვადაგადაცილებული სესხები 33.9 მლნ ლარით გაიზარდა

58b581161307c
BM.GE
28.02.17 17:50
1153
იანვარში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 90.1 მლნ ლარით (1.4 პროცენტით) გაიზარდა და 6.46 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა იანვარში 51.5 მლნ აშშ დოლარით (1.1 პროცენტით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.74 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 56.1 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 85.2 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის მიხედვით, 41.0 პროცენტს შეადგენს ფიზიკური პირების სესხები უცხოური ვალუტით. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად ფიზიკური პირების დაკრედიტების მატებით არის გამოწვეული.

იანვარში ვადაგადაცილებული სესხები 33.9 მლნ ლარით გაიზარდა და 445.7 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.3 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 39.1 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 65.2 პროცენტს გაუტოლდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day