იაპონიაში კრიპტოვალუტა გადახდის ოფიციალურ საშუალებად აღიარეს, - შესაბამისი კანონი ძალაში 1 აპრილიდან შევიდა.
იაპონია კომპანიებისთვის საბუღალტრო სტანდარტებს მომდევნო 6 თვის განმავლობაში შეიმუშავებს. კანონი კრიპტოვალუტის ოფიციალურ ვალუტად ცნობას არ ითვალისწინებს, - მანამდე ქვეყანამ ახალი საგადასახადო კოდექსი უნდა მიიღოს. კანონის მიხედვით ქვეყნის შესაბამისმა უწყებამ ვირტუალური ვალუტის გადაცვლის ოპერაციების რეგულირებაც დაიწყო.
ქვეყანაში ციფრული ვალუტის გადასაცვლელად ოპერატორებს სხვადასხვა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ, - მათ შორის მინიმალური კაპიტალის ქონა 89 დოლარის ოდენობით და გამართული IT სისტემა.
Nikkei-ის ცნობით, იაპონიაში მობილური გადახდები ყოველწლიურად იზრდება და მოსალოდნელია, რომ მან 8 მილიარდ იენსაც მიაღწიოს.