Home
Category
TV Live Menu

იაპონიაში მცურავი სასტუმროები გამოჩნდება

58cd2bd635b2d
BM.GE
18.03.17 17:30
1273
იაპონიის სასტუმროების ბაზარზე მიმდინარე წლის ბოლომდე მცურავი სასტუმროები გამოჩნდება, აღნიშნულის შესახებ The Japan Times წერს.

არსებული ინფორმაციით, სასტუმრო ორსართულიანი იქნება, კაფსულის ფორმა ექნება და მასში ოთხი ადამიანი შეძლებს განთავსებას. სასტუმროს მეორე სართული აღჭურვილი იქნება საძინებლით. მცურავი სასტუმროს დღე-ღამის ღირებულება 30-40 ათასი იუანი დაახლოებით 4,4-5,8 ათასი აშშ დოლარი იქნება. 

წელს იაპონიაში პარკის Huis Ten Bosch ვიზიტორებს მსოფლიოში ასევე ერთ-ერთ უჩვეულო სასტუმროში შეეძლებათ დაბინავება.

იაპონური პარკი Huis Ten Bosch თემატურად ძველ ჰოლანდიურ სტილშია და იგი სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის, ტიტების ფესტივალს, მასკარადების კარნავალს, ქვეწარმავლების მუზეუმს და სხვა

Subscribe to our news

Get the main news of the day