Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იაპონიაში თოვლით ელექტროენერგია უნდა მიიღონ

BM.GE
23.01.23 08:29
100
მდგრადი ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად და ნებისმიერი ტიპის ენერგოდეფიციტის თავიდან ასაცილებლად, იაპონიის ქალაქ აომორში მომუშავე მკვლევრებმა თოვლის გამოყენებით ელექტროენერგიის მიღება გადაწყვიტეს. აომორი, რომელიც ტოკიოს ჩრდილოეთით, 715 კილომეტრში მდებარეობს, დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე უხვთოვლიან ტერიტორიად მიიჩნევა, სადაც თოვლის საფარი 7-8 მეტრს აღწევს. 

აიმორის IT-სტარტაპ Forte-სა და ტოკიოს ელექტროკომუნიკაციების უნივერსიტეტის გეგმა ამბიციური და მიმზიდველია, თუმცა დიდ დროს, რესურსებსა და ფინანსებს მოითხოვს. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ თოვლის დიდი რაოდენობა, რომელიც აომორში ყოველწლიურად მოდის, შესაძლოა სუფთა და ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად გამოიყენონ და როგორც The Japan Times-ი წერს, ჯგუფმა იდეის გამოცდა მიტოვებული სკოლის შენობის საცურაო აუზში უკვე დაიწყო.

Subscribe to our news

Get the main news of the day