Home
Category
TV Live Menu

იაპონიის პრემიერი G7-ს 2008 წლის ფინანსური კრიზისის გამეორებაზე აფრთხილებს

5746fcc67ead1
BM.GE
26.05.16 17:33
1112
იაპონიის პრემიერმა G7-ის სამიტზე ყურადღება მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა და პარალელი 2008 წლის ფინანსურ კრიზისთან გაავლო.
 
მისი თქმით, ნედნეულის ფასები მსოფლიოში იმ ნიშნულს მიაღწევს, რა ნიშნულზეც ის 2008-2009 წლებში იყო. მისი თქმით, ბოლო ორ წელში 55%-იანი კლება სწორედ ამის მანიშნებელია.

შინზო აბემ მსოფლიოს განვითარებად ბაზრებზე შექმნილ სიტუაციას "საგანგაშო" უწოდა.

G7-იქ ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მსოფლიოში ეკონომიკური ზრდისთვის ქვეყნებმა პირველ რიგში მოქნილი ფისკალური პოლიტიკა უნდა გაატარონ. ასევე როგორც Reuters წერს ქვეყნები თანხმდებიან, რომ გლობალურ სავალუტო ბაზრებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day