იაპონიის საფონდო ბირჟების ინდექსი 3%-ით დაეცა, რასაც იენის სტაბილურობით გამოწვეულ შეშფოთებას უკავშირებენ.
BBC-ის ინფორმაციით, ევრო და ბრიტანული ფუნტი იენთან მიმართებაში სამ წლიან მინიმუმამდე დავიდა.
ექსპერტების აზრით, ამის მიზეზი ის არის რომ ინვესტორები, ბრიტანეთის რეფერენდუმამდე 10 დღით ადრე, რომელმაც შესაძლოა გლობალურ ეკონომიკაში ნეგატიური გავლენა გამოიწვიოს, იაპონიის ვალუტას საინვესტიციოდ უფრო საიმედოდ ხედავენ. ასევე საფონდო ბირჟის ინდექსის ვარდნას, იაპონიის დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის და ამერიკის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლების მომავალ შეხვედრასაც უკავშირებენ.