Home
Category
TV Live Menu

იაპონიის უმსხვილესი ბანკი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებაზე მუშაობს

57611b146829e
BM.GE
15.06.16 13:06
1229
იაპონურმა ბანკმა Tokyo-Mitsubishi UFJ დაადასტურა, რომ საკუთარ კრიპტოვალუტას გამოსცემს, - წერს Reuters.

მანამდე ადგილობრივი გამოცემა Asahi Shimbun იტყობინებოდა, რომ ბანკი მალე ვირტუალურ ვალუტას გამოუშვებდა, რომელიც მომავალი წლიდან შესაძლოა საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდეს.

"ჩვენ შეგვიძლია, რომ მხოლოდ დავადასტუროთ, რომ ბანკი MUFG სადემონსტრაციო ექსპერიმენტის ფარგლებში აპირებს ბლოკჩეინის ტექნოლოგია გამოიყენოს", - ბანკის წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს Reuters.

გასულ წელს ბიტკოინის ვალუტაზე მუშაობა რამდენიმე ევროპულმა ბანკმაც დაიწყო, - მათ შორის Goldman Sachs-მა და Bank of America Corp-მ.

Subscribe to our news

Get the main news of the day