Home
Category
TV Live Menu

"იბერია ჯგუფი ჩემი მინისტრობის პერიოდში მხოლოდდამხოლოდ დავაზიანე"

5a65f8610908a
BM.GE
22.01.18 18:40
913
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი, ბიზნესმენი ტარიელ ხეჩიკაშვილი "საქმიან დილასთან" მისი კუთვნილი კომპანიის მიერ სახელმწიფო ტენდერების მოგების შესახებ ატეხილ ხმაურზე საუბრობს და ამბობს, რომ თანამდებობის პირების შეურაცხყოფა დღეს მოდურია, ხოლო ხმაურზე ხმაურით პასუხის გაცემა მისი ცხოვრების წესში არ ჯდება და მსგავს პროვოკაციებზე წამოგებას არ აპირებს.

"ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებმა სხვა კომპანიებთან ერთად, თითოეულ კითხვას საფუძვლიანად გასცეს პასუხი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი Toyota-ს და Hyundai-ს წარმომადგენლების განცხადებები იყო, რომლებმაც აღნიშნეს, რომ არანაირ მონოპოლიასთან არ გვაქვს საქმე. ჩვენი კომპანიის იურისტებიც აცხადებენ, რომ მონოპოლიის არანაირი იურიდიული საფუძველი არ არსებობს. ყველა კითხვის მოსახსნელად კონკურენციის სააგენტოს ვთხოვ, თუ შესაძლებელია „იბერია ჯგუფში“ შემავალი კომპანიები გამოყოს და შეისწავლოს, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ არანაირ მსგავს მონოპოლიას ადგილი არ ჰქონია და ამაზე მითქმა-მოთქმა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. მინდა, ეს თემა საჯარო გახდეს, ოღონდ არა ერთმანეთის შეურაცხმყოფელი განცხადებების ფორმატით, რადგან თითოეული ადამიანის უკან ღირსება და ოჯახი დგას,“- აღნიშნავს ტარიელ ხეჩიკაშვილი.

ტარიელ ხეჩიკაშვილი ამბობს, რომ როდესაც ქვეყანაში ბიზნეს და იმპორტიორთა ასოციაციები და კონკურენციის სააგენტო არსებობს, ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ იყო. იგი დასძენს, რომ ბიზნესში კანონის ყველა შესაბამისობით იცავდა თითოეულ წესს და ახლაც იმავე ბიზნესში დაბრუნდა.

"უბრალოდ განცხადება შეეტანათ და მოეკვლიათ, თუმცა, ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური ქვეტექსტი იკითხება, თუნდაც იმიტომ, რომ მინისტრი ვიყავი. მე არ დამიმალავს, რომ ბიზნესიდან წამოვედი და ახლაც უკან დავბრუნდი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ იბერია ჯგუფი ჩემი მინისტრობის პერიოდში მხოლოდ დავაზიანე. ტენდერების რაოდენობა ზოგიერთ ბრენდში განახლდა და ზოგიერთში პირიქით მესამედი გახდა. ასე, რომ კომპანიას ჩემი მინისტრობით არანაირად არ უსარგებლია. ამ ყველაფრის უკან ასეულობით ოჯახი დგას",- აცხადებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი.

Subscribe to our news

Get the main news of the day