Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იბრუნებს თუ არა ქართული თხილი საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციებს?

BM.GE
29.10.20 12:18
560
1 აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე საქართველოდან ექსპორტზე 41.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 7 684 ტონა თხილი გავიდა. როგორც bm.ge-ის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2019 წლის მაჩვენებელს 2 252 ტონით (41%) აღემატება, ხოლო ექსპორტის ღირებულება 14.3 მლნ აშშ დოლარით (52%) გაიზარდა.

ქართული თხილი ექსპორტზე, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე გადის. კერძოდ, გერმანიაში (2 233 ტონა), იტალიაში (1 507 ტონა), ჩეხეთში (470 ტონა), პოლონეთში (298 ტონა), ბულგარეთში (220 ტონა), ესპანეთში (209 ტონა), საფრანგეთში (191 ტონა), ლიეტუვაში (203 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლატვიაში (62 ტონა), სლოვაკეთში (37 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).

ასევე, ქართული თხილი ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (397 ტონა), სომხეთი (379 ტონა), ბელარუსი (175 ტონა), უკრაინა (148 ტონა), ალჟირი (148 ტონა), ბრაზილია (136 ტონა), კანადა (114 ტონა), საუდის არაბეთი (74 ტონა), მექსიკა (53 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

სტუმარი: გიორგი თოდუა - თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი



Subscribe to our news

Get the main news of the day