Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#IBSU-ს ახალი შეთავაზება - არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა.

BM.GE
04.06.21 13:10
292
ნებისმიერი ქალაქის, ქვეყნის, ეპოქის ამოცნობაც კი არქიტექტურული გეგმარების და ცალკეული შენობების საფუძველზე ისტორიკოსებისთვის, ურბანიზესტებისთვის, ეკონომისტებისთვის, თეოლოგებისთვის და არა მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. წლების განმავლობაში არქიტექტურისადმი დამოკიდებულება, მისი ფუნქციები და როლი იცვლება და უცვლელი რჩება ერთი - მისი მნიშვნელობა და პროფესიონალიზმის ეფექტი. პროფესიონალიზმი ყველგან დასაფასებელია და სფეროში შესაბამისი კადრებიც ყოველთვის მოთხოვნადია. ბაზარისთვის შესაფერი კადრების მიწოდებისთვის კი სასწავლებელს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. დღეს შესაძლებლობაზე მოგიყვებით, რომელიც 2018 წლიდან საქართველოში, შავი ზღვის უნივერსიტეტში ინგლისურენოვან არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამას მოიცავს და როგორც ქართველი ისე უცხოელი სტუდენტებისთვის არის ხელმისაწვდომი.

სტუმარი: გიორგი წანაწყენიშვილი - არქიტექტურის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.