საერთაშორისო სავაჭრო პალატა მიიჩნევს, რომ საპენსიო რეფორმის მთავრობის მიერ შემოთავაზებული ვარიანტის განხორციელება მიზანშეწონილი არ არის. ICC აღნშნულის 13 მიზეზ ასახელებს:
1 - დაქირავებით დასაქმებულთა 70%-სთვის 30 წლის განმავლობაში განსახორციელებელი შენატანის მიუხედავად, საპენსიო რეფორმა ვერ უზრუნველყოფს ე.წ. ღირსეულ პენსიას.
2 - საპენსიო რეფორმა ვერ უზრუნველყოფს არსებული სოციალური პენსიის სისტემის ალტერნატივის შექმნას.
3 - საპენსიო რეფორმა ადმინისტრაციულად ვერ უზრუნველყოფს თვითდასაქმებულების და უმუშევრების დაფარვას, რაც მნიშვნელოვანი უკმაყოფილების საგანი გახდება.
4 - ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მხოლოდ 10% ნახავს ჰიპოთეტურ სარგებელს სქემაში მონაწილეობით
5 - რეფორმა ხელს უწყობს საქართველოში უთანასწორობის ზრდას
6 - ნაცვლად იმისა, რომ რეფორმის შედეგად მოხდეს საპენსიო უზრუნველყოფაზე გათვალისწინებული საბიუჯეტო ხარჯების შემცირება, რეფორმის შედეგად იზრდება მსგავსი ხარჯების ზრდის რისკი.
7 - საპენსიო რეფორმა გამოიწვევს არაფორმალური შრომითი გარიგებების დადებას და წაახალისებს ჩრდილოვან ეკონომიკას, რაც შესაძლოა, საბიუჯეტო შემოსავლების შემცირების მიზეზი გახდეს.
8- რთულდება ბიზნესის კეთების პროცესი
9 - მთავრობა შეეცდება გაზრდილი დანახარჯების დასაფინანსებლად ფონდში აკუმულირებული თანხების გამოყენებას
10 - საქართველოში ინვესტიციების მაღალ რისკიანობიდან გამომდინარე, საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების საქართველოში დაბანდება არ არის მიზანშეწონილი
11 - პოლიტიკური რისკები
12 - გაზრდილი და არარეალისტური მოლოდინების შექმნიდან გამომდინარე რეფორმის წარუმატებლობის შემთხვევაში , სახელმწიფო მიმართ ნდობის შემცირება
13 - საპენსიო რეფორმის არსებული სქემით შემორების შემთხვევაში, მისი გაუქმება ან ცვლილება თითქმის შეუძლებელი იქნება; იგი არ იძლევა მოქნილობის საშუალებას და ატარებს შეუქცევად ხასიათს.