Home
Category
TV Live Menu

ICC 6 მილიონამდე საერთაშორისო ინვესტორისთვის ოფიციალური გაფრთხილების გაგზავნას აპირებს

597590521b8c7
BM.GE
24.07.17 10:10
1022
ICC-ის თავმჯდომარე ფადი ასლი საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრი 6 მილიონამდე ინვესტორისთვის ოფიციალური წერილის გაგზავნას აპირებს, სადაც იმ საფრთხეების შესახებ იქნება საუბარი, რაც საქართველოში ბიზნესის დაწებას ახლავს თან. ფადი ასლი "ანალიტიკასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ათეულობით ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესი საქართველოში წნეხის ქვეშაა და მათი მორალური პასუხისმგებლობაა, რომ ამ პრობლემების შესახებ საერთაშორისო ინვესტორები გააფრთხილონ. ფადი ასლი მთავრობას პრობლემების მოსაგვარებლად ვადას ოქტომბრამდე აძლევს.

„როდესაც ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის 5 ოქტომბერს ბიზნესმენებს შეხვდა, მან თქვა: "ჩვენ არ გვინდა განმეორდეს ის რაც ადრე ხდებოდა; ნუ მოითმენთ ზეწოლას, ნუ მისცემთ ნურავის უფლებას დაგაშანტაჟონ. თუ მსგავსი მაგალითების შესახებ გაიგებთ მოდით და ჩვენ გვითხარით“ ყველაფერი ტყული აღმოჩნდა, რადგან 5 ოქტომბრის შემდეგ, ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენით მივხედოთ საქმეს.

არ შეიძლება ცალი ხელით ინვესტორებს ქვეანაში ეპატიჟებოდე და მეორეთი ანგრევდე აქ მოქმედ ადგილობრივ და უცხოურ ბიზნესებს. ჩვენ ამას არ ავიტანთ. თუკი ორ თვეში, ოქტომბრამდე, ეს საკითხები არ მოგვარდება, ჩვენ ოფიციალურ ნოტას გავგზავნით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის 6 მილიონ წევრ ინვესტორთან და გავაფრთხილებთ მათ იმ საფრთხეების შესახებ რაც თან ახლავს საქართველოში ბიზნესის წამოწყებას. სპეციალურ უწყებას ყველა ინვესტორი მიიღებს.

ოქტომბრის პირველი კვირისთვის ეს პრობლემები მოგვარებული თუ არ იქნება მსოფლიოში ყველა ინვესტორი გაიგებს საქართველოში ბიზნესკლიმატის პრობლემების შესახებ. ეს საკმარისზე მეტი დროა მთავრობისთვის, რომ სადავეები ხელში აიღოს. ან გადადგეს - თუ მართვა არ შეუძლია. ათეულობით კომპანიაა, რომელიც ზეწოლად და წნეხს განიცდის. ეს დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ უნდა დასრულდეს. განგსტერები, რომლებიც დღეს ამ პროცესებს მართავენ, უნდა დაისაჯონ და საერთოდ ჩამოშორდნენ ყველაფერს. სანამ ეს არ მოხდება, საერთაშორისო სავაჭრო პალატის მორალური პასუხისმგებლობაა გავაფრთხილოთ ჩვენი წევრი კომპანიები თუ რა რისკები შეიძლება ახლდეს თან საქართველოში ბიზნესის წარმოებას“, - ამბობს ფადი ასლი „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში.

Subscribe to our news

Get the main news of the day