Home
Category
TV Live Menu

ICC-ის ორგანიზებული ეკონომიკური დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის - ლაივსტრიმი "ბიზნესკონტრაქტზე"

57da4a431cf3e
BM.GE
15.09.16 11:05
1034
საერთაშორისო სავაჭრო პალატა - ICC Georgia - პოლიტიკურ პარტიებს შორის ეკონომიკურ საკითხებზე დებატებს გამართავს. დებატებისთვის თალყურის დევნება „ბიზნესკონტრაქტის“ მაყურებლებს ექსკლუზიურად შეეძლებათ. „ბიზნესკონტრაქტი“ დამოუკიდებელ ლაივსტრიმს შეხვედრიდან გადაცემის ოფიციალური Facebook-ისა და Youtube-ის არხების მეშვეობით შემოგთავაზებთ.

პარტიები კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პარტიის ეკონომიკურ პროგრამებსა და ხედვებს წარუდგენენ.

შეხვედრის მოდერატორი იქნება საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე და ISET-ის პრეზიდენტი ერიკ ლივნი.
დებატებში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება, პოლიტიკური ბლოკი - პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები.

შეხვედრას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საერთაშორისო პალატის წევრები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის ლაივსტრიმის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ლინკებზე:

https://www.facebook.com/businesscontact/
https://www.youtube.com/channel/UCAEbXd-w_pVdKNV-mZ2i1kA

Subscribe to our news

Get the main news of the day