Home
Category
TV Live Menu

ICC: მთავრობასთან დაახლოებული პირი კომპანია "გიგანტის" განადგურებას ცდილობს

596cbf2858c7f
BM.GE
17.07.17 17:45
879
საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შემოსავლების სამსახურის უფროსს, დიპლომატიურ კორპუსს წერილით მიმართავს.

ICC კომპანია "გიგანტის“ საქმეზე წერს, რომელის საბანკო ანგარიშები უკვე 2 წელია დაყადაღებულია. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ინფორმაციით, მიუხედავად პრემიერის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების დაპირებებისა, კომპანიის საბანკო ანგარიშებს დღემდე ყადაღა ადევს.

"2015 წლიდან მოყოლებული, შპს "გიგანტის“ გენერალური დირექტორი ყოველთვიურად წერილებს აგზავნის შემოსავლების სამსახურში, რათა განიხილონ მისი კომპანიის საქმე და მას გააცნონ ის მიზეზები, რის გამოც მისი კომპანია პარალიზებულია. ყველა მისი წერლი დღემდე პასუხის გარეშე რჩება.

ჩვენთვის ნათელია, რომ თქვენთან ან თქვენ მთავრობასთან დაახლოებული პირი ცდილობს ჩვენთვის უცნობი მიზეზით, გაანადგუროს კომპანია. ზუსტად იმ სტილში, როგორც ეს შევარდნაძის დროს ხდებოდა.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა ყოველთვის მხარში ედგა წევრებს, რომელზეც უკანონო თავდასხმა განხორციელდა. ორწლიანი უსამართლო ქმედებების შედეგად, ჩვენი წევრი კომპანია გაკოტრების პირასაა", - წერს ICC.

Subscribe to our news

Get the main news of the day